ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ მან განცხადება X-ზე გაავრცელა.

"დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, სანამ ეუთოს ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველას და შევთავაზოთ დახმარება ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში", - წერს პია კაუმა.