ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
პრემიერი - ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, საზოგადოებამ იხილა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ადეკვატური, სათანადო, ჯანსაღი რეაქცია
მისივე თქმით, საზოგადოებამ იხილა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ადეკვატური, სათანადო და ჯანსაღი რეაქცია.
„ძალიან კარგია, რომ ეს კადრები გავრცელდა, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას მიეცა მყისიერად რეაგირების საშუალება. ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და, რა თქმა უნდა, აქ იყო საჭირო მყისიერი სამართლებრივი რეაგირება. საზოგადოებამ იხილა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ადეკვატური, სათანადო, ჯანსაღი რეაქცია ამ მძიმე ფაქტზე. არც ერთი სამართალდარღვევა, მითუმეტეს ასეთი ტიპის სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშაონ მაქსიმალურად დახვეწილი ხელწერით. ეს არის ის, რაც მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ და ეს არის ის ხელწერა, რასაც მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ. დღევანდელი ზომა, რაც არის უკვე მიღებული, ხელს შეუწყობს ჩვენი ხელწერის მაქსიმალურად შენარჩუნებას,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს, არათუ სჯიდნენ დამნაშავეებს, არამედ პირიქით, მათ ხელს აფარებდნენ.
„დახვეწილი ხელწერაა, როდესაც ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე. მინდა, შეგახსენოთ როგორი იყო წინა ხელისუფლების ხელწერა. ხელწერა იყო, მაგალითად, რაც მოხდა სანდრო გირგვლიანის შემთხვევაში. არათუ არ დასაჯეს რეალურად მაშინ დამნაშავეები, პირიქით, სასათბურე პირობები შეუქმნეს დამნაშავეებს. თქვენ თუ მომიტანთ ფაქტს, როდესაც ასეთი, მსგავსი რამ მოხდა და ხელისუფლებამ ხელი დააფარა, ეს იქნება ჯანსაღი შეპასუხება, მაგრამ მე მოგიტანთ უამრავ ფაქტს, როდესაც ხდებოდა მსგავსი დანაშაული და ამაზე არათუ არ რეაგირებდა წინა ხელისუფლება, არამედ პირიქით, ხელს აფარებდა ხოლმე დამნაშავეებს, მათ უქმნიდა ხოლმე სასათბურე პირობებს და გირგვლიანის საქმე არის მხოლოდ ერთი მაგალითი, რაც ამას ადასტურებს. ჩვენი ხელწერა არის განსხვავებული, ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი და ეს არის ის ხელწერა, რაზეც გესაუბრებით,“- აღნიშნა პრემიერმა.