გამარჯვება ძალიან კარგია, მაგრამ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  გაჯანსაღდეს ჩვენი გარემო, არ იყოს ზიზღი და სიძულვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვიდრე არ გაიწმინდება ოპოზიციური ფლანგი, მანამდე გაჭირდება დიდი ნაბიჯებით განვითარება.

„დაახლოებით 8-9 არჩევნები გამოვიარე, ამ 8-9 არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვეთ. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებსითვის, ვიდრე ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებული ძალა, რომელიც ზიზღის, სიძულვილის კამპანიას ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს. ეს არის გარდაუვალი რეალობა, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.