საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის ღონისძიებები გრძელდება.
ქალაქ ბრაზილიასა და რიო-დე-ჟანეიროში, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის - „რუსთავის“ კონცერტები ჩატარდება.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება:
🔹საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის მაღალი დონის შეხვედრები
🔹საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება
🔹ხელი მოეწერება საქართველოსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს.
ღონისძიებები ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იმართება.