ღონისძიებაში იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების, კვერეთის აღკვეთილის, მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების, აჯამეთის აღკვეთილისა და რაჭის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცეს იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა ჯუმბერ ლელაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით იოსებაშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დავით გორდელაძემ, წყალტუბოს მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კობა გურეშიძემ და მოადგილემ სერგო კირკიტაძემ.


ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდა 24 რეინჯერი, ასევე, წარმოდგენილი იყო რეინჯერების სპეციალური აღჭურვილობა და გამოფენილი იყო ფოტონამუშევრები, რომლებიც რეინჯერთა საქმიანობასა და გარემოს დაცვის მნიშვნელობას ასახავდა.


ღონისძიების მიზანი იყო რეინჯერთა ღვაწლის დაფასება და საზოგადოების ინფორმირება მათი საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ. 

ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს.