საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ საქართველოში შეხვედრები განაახლა. 

"საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს, რუსთავში გაიმართა. 

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, მოსახლეობას კონსტიტუციური კანონპროექტები გააცნო.  

მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვილებებზე ასევე ესაუბრნენ კომისიის წევრები - დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და  ირაკლი შატაკიშვილი. მათ მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს დეტალურად უპასუხეს.  

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული  გიორგი დოხტურიშვილი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია დღესვე  მოსახლეობასთან შეხვედრას  თელავში გამართავს.