2025 წლის საახალწლო სეზონი ხარაგაულში მრავალფეროვანი და სახალისო ღონისძიებებით იწყება. საახალწლო განწყობის შესაქმნელად სხვადასხვა კონცერტები და კულტურული აქტივობები გელოდებათ.
19-29 დეკემბერი - სასკოლო საახალწლო კარნავალი მუნიციპალიტეტის სკოლების მონაწილეობით ( მოლითის ზონა, ხეობის ზონა, კიცხის ზონა, დაბის ზონა )
22 დეკემბერი – გაიმართება საახალწლო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს იუმორისტული გუნდი „ჭირიმე“ და ,,ხარაგაულის კვარტეტი“. ეს ღონისძიება განსაკუთრებული საჩუქარი იქნება ყველასთვის, ვინც იუმორითა და მუსიკით სურს წინასაახალწლო განწყობის ამაღლება.
23 დეკემბერი - საახალწლო კონცერტი გაიმართება შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში.
24 დეკემბერი – ხარაგაულში, მთავრობის მხარდაჭერით, მთავარი საახალწლო ღონისძიება შედგება, რომელიც მართლაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შექმნის ყველასთვის.
ამავე დღეს საზეიმო ვითარებაში აინთება ნაძვის ხე.
25 დეკემბერი – საახალწლო ღონისძიებაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი გეპატიჟებათ. ყველას, დიდებსა და პატარებს, გეძლევათ შესაძლებლობა, მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ნამდვილი საახალწლო განწყობა შეიქმნათ.
25 დეკემბერს საახალალწლო აქსესუარების დამზადება გაიმართება ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში.
მოემზადეთ სასიამოვნო და ტრადიციული საახალწლო საღამოებისთვის, რომლებიც კონცერტებს, იუმორს, მუსიკას და სხვადასხვა საინტერესო აქტივობას მოიცავს!