საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინეს.
ამავე პერიოდში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 83 პირი, მათგან 38 დაკავებულია.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებულ პირთაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების 63 852 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და ელექტროსიგარეტი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 387 864 ლარს შეადგენს. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.