საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის - „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ საზეიმო დახურვის ღონისძიებაზე გოგლა ლეონიძის სახელობის პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა.

ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოები გადაეცათ წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოებისა და წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოების ავტორებს, "საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია უკვე რამდენიმე წელია, ლიტერატურული ფესტივალის თანაორგანიზატორი და მხარდამჭერია. მიხარია, რომ კვლავ მივაგეთ პატივი ჩვენი ძვირფასი თანამემამულის, გოგლა ლეონიძის ხსოვნას და კიდევ ერთხელ წარმოვაჩინეთ ჩვენი მუნიციპალიტეტი, როგორც ქართული მწერლობის და ზოგადად ქართული კულტურის განვითარების უპირობო მხარდამჭერი", - აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.