საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისა და ეუთოს თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილისა და ელინა ვალტონენის ერთობლივი განცხადებები.
ელინა ვალტონენი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა და საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.
ინფორმაციას საზოგადოებრივ მაუწყებელი ავრცელებს.