"ძალიან აირია სიტუაცია ბევრი საკითხის მიმართ, რომელიც ვთვლი დღეს მოითხოვს ჩემგან სიცხადეს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ უახლოესი მომავლის პოლიტიკურ განვითარებაზე. საჭირო არის, რომ ვიცოდეთ რას ვამბობთ და საითკენ მივდივართ - როცა მსჯელობა დაიწყო, მე ვთვლიდი, რომ საჭირო იყო, რომ გადაგვედო ეს მსჯელობა შემდეგი პერიოდისთვის, რამე თუ დღეს უადგილოდ მეჩვენება, მაგრამ რადგანაც დაწყებულია, საჭიროა, რომ მეც ვთქვა ჩემი სათქმელი მე არ ვლაპარაკობ პლატფორმის სახელით ამ შემთხვევაში, ვლაპარაკობ ჩემი სახელით." - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 

"ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მათში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი ცოტა გასაკვირია და ჩემთვის, გაუგებარიც კი - როცა არ არსებობს ამ ქვეყანაში და ამას ვხედავთ ყოველდღიურად, როცა ვუყურებთ რა ხდება სასამართლოში, რომ არანირი ნდობა არავის შეიძლება ჰქონდეს სასამართლოსი და იმის, რომ არჩევნებში ასეთი სასამართლო თუ იქნება და არა ცვლილებები შეტანილი ამ სასამართლოში, რომელიმე დავას გაამართლებს, რომელიმე პარტიისთვის - თუ ვინმეს ეს სჯერა, მაშინ ცოტა, როგორც მინიმუმ მიამიტობაზე უნდა ვისაუბროთ

ჩვენ პლატფორმის ფორმატში შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც არის უკვე შეთანხმებული, რომელიც აღრიცხავს ყველა იმ პირობებს, ყველა იმ ცვლილებებს, რაც უნდა იყოს შემოტანილი, როგორც წინაპირობა საპარლამენტო არჩევნების. 

ეს არის ის პირობები, რომლებიც უნდა წარვუდგინოთ და უკვე წარვუდგინეთ ნაწილობრივ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ, არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ ჩვენს პარტნიორებს და ამ კუთხით გაგრძელდეს ზეწოლა რეჟიმზე გარედან სანქციებით და პარტნიორების ზეწოლით, შიგნიდან პროტესტით, რომელიც არის ნამდვილად ყველაზე ძლიერი ამ სამი კომპონენტიდან, რომელიც აუცილებელი არის და პარტიებიდან, პოლიტიკური სპექტრიდან, რომელიც იქნება ეფექტური მხოლოდ თუ არის ერთიანი. ერთიანობის გარეშე დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ ცალ-ცალკე და მივცეთ ამ რეჟიმს, რომელიც დღეს უკვე ნახევრად ჩამოშლილი არის, მაშინ მივცეთ ის გამარჯვება, რომელიც არც ეკუთვნის და რომელსაც ვერც აღწევს იმ პროტესტზე და იმ საზოგადოებაზე, რომელიც ასე შემართებით იბრძვის დღემდე. ასე, რომ პასუხისმგებლობა თუ რამე არის პოლიტიკური პარტიების, არის, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა არის აუცილებელი და აუცილებელი არის კარგად გაგება სიტუაციის." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე