სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, მოადგილეებთან ამირან თევდორაძესთან და დავით შენგელიასთან, ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელ ლაშა ნიკოლეიშვილთან, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია მეიშვილთან ერთად, შობა-ახალი წელი მიულოცა იმ სამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ საჩუქრები გადასცა: სახანძრო–სამაშველო სამსახურის, სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის, სამტრედიის პოლიციის, საქართველოს რკინიგზის, „ენერგო–პრო ჯორჯიას“, კომუნალური და კეთილმოწყობის სამსახურების წარმომადგენლებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს და ბავშვთა საავადმყოფოს პერსონალს.
დავით ბახტაძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დაფასება და მხარდაჭერა, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე უწყვეტ რეჟიმში ზრუნავენ. მერმა მათ ჯანმრთელობა, მშვიდი და წარმატებული ახალი წელი უსურვა.