მიმდინარე წლის 11- 13 სექტემბერს ქ.ქუთაისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
საქართველოს ჩემპიონატზე ზუგდიდელმა მოჭადრაკემ ანდრია ჯახაიამ (მწვრთნელი - დავით ჯოჯუა) 4 მედალი მოიპოვა.
საქართველოს ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში14 წლამდე ჭაბუკთა შორის.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში 12 წლამდე ჭაბუკთა შორის.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ელვისებურ ჭადრაკში 14 წლამდე ჭაბკთა შორის.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ელვისებურ ჭადრაკში 12 წლამდე ჭაბუკთა შორის. - წერს ჭადრაკი ზუგდიდში