დღეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგ შეხვედრას საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები თბილისის ქორქია-ჯორჯიკიას არენაზე პორტუგალიას დაუპირისპირდება.
მატჩი 19:15 საათზე დაიწყება. რომლიც პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
შემადგენლობა პორტუგალიასთან მატჩისთვის უცვლელია
ალექსანდრე მერკვილაძე, მარკის რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, გიორგი კობახიძე, ვილი ისიანი, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი ოჩხიკიძე.
