საქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ბატონი გიორგი გოგიაშვილის გარდაცვალების გამო.
"ბატონი გიორგის მაღალი პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი ღირსეული სამოსამართლო საქმიანობა მნიშვნელოვნად დააკლდება ქართული მართლმსაჯულების სისტემას. მისი გამორჩეული ადამიანური თვისებები, კოლეგიალობა და კეთილსინდისიერება სამაგალითოდ დარჩება თითოეული ჩვენგანის მეხსიერებაში.
ამ მძიმე წუთებში, ვიზიარებთ ბატონი გიორგის ოჯახის მწუხარებას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ახლობლებსა და კოლეგებს." - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს სამძიმრის წერილში.