საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განმარტებას აკეთებს:

⛪️ განმარტება საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით

🔸 ამა წლის 25 ოქტომბერს სხალთის ეპარქიაში დაგეგმილი საყოველთაო ნათლობა არ უკავშირდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწესებულ მესამე და ყოველი მომდევნო შვილის ნათლობის ტრადიციას.

🔸 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულთა საყოველთაო ნათლობა, რომელიც ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და ყოველ მომდევნო შვილს ეხება, წელიწადში რამდენჯერმე ტარდება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

🔸 აღნიშნული ნათლობის მორიგი თარიღი ნოემბრის შუა რიცხვებში გამოცხადდება. -ნათქვამია საპატრუარწოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.