კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატა 2023 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხას - ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხიდიდან სტადიონამდე მიმავალ გზაზე, ინფრასტუქტურული პროექტი განხორციელდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, აღნიშნულ ლოკაციაზე, ცემენტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

წლების მანძილზე, გზის სავალ ნაწილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა.

დღეიდან, მოსახლეობა განახლებული და კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს.

სამუშაოების ღირებულება 513 571 ლარს შეადგენს და რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.