თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ საკრებულოს სხდომაზე  განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ინიციატივა რომელიც  დედაქალაქში საგზაო მოძრაობის გამარტივებასა და საცობების ნაწილობრივ განტვირთვას ისახავს მიზნად, საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში უნდა განიხილებოდეს.

"დედაქალაქში უკვე არსებობს რამდენიმე მონაკვეთი, სადაც მძღოლებს შუქნიშნის გარეშე მარჯვნივ მოხვევის შესაძლებლობა აქვთ. ეს ჩვენ გავაკეთეთ, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.  იქ, სადაც ამის  შესაძლებლობა იყო ვენის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად დამატებულია შესაბამისი სექციები.  მსგავსი გადაწყვეტილებები მომავალშიც გაგრძელდება იმ ადგილებში, სადაც ეს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება. ოპოზიციონერი კოლეგების მიერ გაკეთებული ინიციატივა კი სამწუხაროდ გამოიყურება პოპულისტურად. თითქოს ისინი ცდილობენ ჩვენი თანამოქლაქეების კეთილდღეობაზე , ხოლო უმრავლესობის წევრები ამ ყველაფრის წინააღმდეგ ვიბრძვით. თქვენ უბრალოდ არ იცით რომელი საკითხი განიხილება საკრებულოს სხდომაზე და იმედია დღეიდან გეცოდინებათ“ , განაცხადა შალვა ოგბაიძემ