საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისის ყოფილი მერის ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
"ვწუხვარ პარლამენტის სამი მოწვევის წევრის, ბატონი ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს." - წერს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, 77 წლის ასაკში ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა.