შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ე.წ. მეორადი ჩარიცხვის მსურველი აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. 

ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესის  მონაწილეთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე შესაძლებლობა გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები. 
პროგრამების არჩევის წესის, ასევე, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“.


შეგახსენებთ, რომ მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.