შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების გამო.

ქართულ-აფხაზური საზოგადოების წევრებს შორის შერიგებისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით გაწეული პირადი ძალისხმევისთვის და აქტიური სამშვიდობო საქმიანობისთვის დაურ ბუავა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით დაარსებული “მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის” ერთ-ერთი გამორჩეული გამარჯვებული იყო.

 თანაგრძნობას და სამძიმარს გამოვხატავთ დაურ ბუავას ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ." - ნათქვამია სამძიმარში. 

შეგახსენებთ, თბილისში, 28 აგვისტოს აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს. 

ბუავას გარდაცვალების საქმეზე მისი მეგობარი ქალი, უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. 

ასევე დაკავებული კიდევ 2 პირი.