უთო-ს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დაჯარიმდა. - ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
14 ოქტომბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, რომელიც საქართველოს საგარეო მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტთან აქციაზე მივიდა.
"მე ვარ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. აქ მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება, – ამის შესახებ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს.
საქართველოს მთავრობამ და მმართველმა გუნდმა ვალტონენის ეს ნაბიჯი ქვენიშ შიდა ამბებში ჩარევად შეაფასა. პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.