საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ანტიკორუფციული სააგენტოს გამორჩეული, ღირსეული და პროფესიონალი თანამშრომლის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს

 ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

„მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის და ჩვენი სამსახურისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხაშურში სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.