"უბინძურესი კამპანია ააგორეს სიმულანტმა რევოლუციონერებმა, თითქოს მე ვაჭერინებ ბაჩო ახალაიას. მე ვაპირებ იმის თქმას, რაც არაერთხელ მითქვამს - დამხობის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების საქმე არ არსებობს. არსებობს უკიდურესად უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანების აფერა." - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა მედიასთან განაცხადა.
"რაც შეეხება ბაჩო ახალაიას საქმეს და კონკრეტულად ამ აფერაში მის მონაწილეობას და მასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას ნაცმოძრაობაში, ნებისმიერი, საქმეში ჩახედული გონიერი ადამიანისთვის, იგივე იქნებოდა ცნობილი საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციებიდან .უპირველესად, ლევან ხაბეიშვილის, ანი ნადარეიშვილის და თინა ბოკუჩავას საჯარო განცხადებებიდან," - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, თამარ ჩერგოლეიშვილმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა: ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ამაზე "ნაცმოძრაობაში" დაპირისპირებაც იყო, მიხეილ სააკაშვილთანაც იყო ამ თემაზე კომუნიკაცია