ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ ვეტერან ძიუდოსტთა შორის ევროპის ჩემპიონატში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა წარმატებით იასპარეზეს. 

სერჟანტმა დავით უძილაურმა 81 კგ წონით კატეგორიაში და ალექსი დავითაშვილმა აბსოლუტურ +100 კგ კატეგორიაში პირველი ადგილები მოიპოვეს და ოქროს მედალოსნები გახდნენ.