თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში დენის დარტყმის შედეგად 56 წლის მამაკაცი დაიღუპა.
უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მეზობელთან გაყვანილობას აკეთებდა, რა დროსაც ელექტრობოძზე ავიდა და დენმა დაარტყა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ბუნებრივი წყალბადის, ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.