რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის შედეგი რომ ვერაფერი სასიკეთო იქნება ვერც ქვეყნისთვის და ვერც მათი პარტიებისთვის, მგონი იმთავითვე გასაგები უნდა ყოფილიყო „ლელოსთვის“ და გახარიასთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

გახარიაზე ყოველთვის მქონდა ეჭვი, რომ მან ვერ ჩაჭრა თავისი კავშირები ივანიშვილთან და შესაბამისად ამ კავშირებიდან გამომდინარე მოქმედებდა.

„ლელოსთან“ მიმართებით არაერთხელ გამომითქვამს უკიდურესი იმედგაცრუება და წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი გახდნენ რუსული სპეცოპერაციის ნაწილი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.