ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექი მოვიდა თოვლის სახით. დიდთოვლობამ გზები ჩახერგა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას პრობლემები შეუქმნა. თუმცა, გზები იწმინდება და მალე საგზაო მიმოსვლა აღდგება.
დილით მოსული ქათქათა თოვლით გახარებული ბავშვების ჟრიამული ისმის ეზოებში. თოვლმა თავის ხიბლი და სილამაზე მისცა გაზაფხულის თბილი ამინდით განებივრებულ ყოჩივარდებს, კამელიებს, ატმის აყვავებულ ხეებს და ზუგდიდი ბოტანიკურ ბაღს თავისი ხიბლი შესძინა.
ფოტოებს ზუგდიდი ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.