საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა, კილიან მბაპემ, მთავარ მწვრთნელს, დიდიე დეშამს, დედის გარდაცვალების გამო სოციალურ ქსელში მხარდაჭერა გამოუცხადა.
სამწუხარო ინფორმაცია საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე ფრანგებმა ერაყი 3:0 დაამარცხეს და პლეი-ოფის საგზური მოიპოვეს. მბაპემ, რომელმაც ამ მატჩში დუბლი შეასრულა, „ინსტაგრამზე“ გუნდის საერთო ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:
“ყველანი ჩვენს მწვრთნელთან და მის ოჯახთან ვართ. თქვენ მარტო არ ხართ“.
დეშამმა ნაკრების ბაზა დატოვა, ნორვეგიასთან გუნდს გი სტეფანი გაიყვანს
RMC Sport-ის ინფორმაციით, გამგზავრებამდე დიდიე დეშამი ფეხბურთელებსა და შტაბის წევრებს შეხვდა. შეხვედრა საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. მწვრთნელმა გუნდს სთხოვა, მძიმე წუთების მიუხედავად, ტემპი არ დააგდონ და ჩემპიონატზე მაქსიმუმი გააკეთონ.
ფედერაციის პრეზიდენტთან შეთანხმებით, დეშამმა აშშ-ში ნაკრების ბაზა უკვე დატოვა და საფრანგეთში გაემგზავრა. პარასკევს, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ნორვეგიის წინააღმდეგ, სათადარიგო სკამზე მას ასისტენტი, გი სტეფანი შეცვლის.
ცნობისთვის, დეშამს მსგავსი ტრაგედია 2022 წელსაც დაატყდა თავს. მაშინ, ერთა ლიგის თამაშების დროს, მას მამა გარდაეცვალა და ნაკრები მოედანზე მაშინაც გი სტეფანმა გაიყვანა.