ბრაზილიაში თავზარდამცემი ტრაგედია მოხდა, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა. ახალგაზრდა ქალი ბანჯი-ჯამპინგის დროს 40 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა და სასიკვდილოდ დაენარცხა მიწას.
როგორც გაირკვა, ინსტრუქტორებს ის დამცავ თოკზე საერთოდ არ ჰყავდათ მიბმული.
საშინელი შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გოგონა საყვარელ ექსტრემალურ აქტივობას ასრულებდა. წინასწარი ინფორმაციით, ადგილი აქვს კატასტროფულ დაუდევრობას: ორგანიზატორებმა ნახტომისთვის საჭირო ყველა მოსამზადებელი პროცედურა გაიარეს, თუმცა ყველაზე მთავარი - უსაფრთხოების თოკი
უბრალოდ დაავიწყდათ.
ახალგაზრდა ქალმა ინსტრუქტორების ნიშანზე 40 მეტრის სიმაღლის პლატფორმიდან ისკუპა, თუმცა თავისუფალი ვარდნის მომენტში აღმოჩნდა, რომ მას არანაირი დამჭერი არ ჰქონდა. იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცავებმა მომხდარზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყეს.
წინასწარი ინფორმაციით, უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევისა და ფატალური დაუდევრობის მუხლით, ატრაქციონის ორგანიზატორებსა და ინსტრუქტორებს მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრებათ. ტრაგიკულ შემთხვევას საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი და ექსტრემალური ატრაქციონების მკაცრი კონტროლის მოთხოვნა მოჰყვა.