დიდ ბრიტანეთში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პაციენტების შეშინებისთვის მამაკაცი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 

ის საავადმყოფოს ფანჯრებთან ცელიანი სიკვდილის ფორმაში გადაცმული დადიოდა და პალატებში მყოფ ადამიანებს დაჟინებით უყურებდა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც შავ ლაბადასა და ნიღაბში გამოწყობილი მამაკაცი, ხელში ცელით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამოჩნდა. ის ფანჯრებთან დგებოდა და პაციენტებს თვალს არ აცილებდა, რამაც კლინიკის პერსონალსა და მკურნალობაზე მყოფ პირებში დიდი ფორსმაჟორი და შიში გამოიწვია.

ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს. სასამართლომ მისი ქმედება საზოგადოებრივი წესრიგის განზრახ დარღვევად შეაფასა და ჯარიმა დააკისრა.