თურქეთში ეთნოსპორტის მერვე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალზე, რომელსაც 24 ქვეყნის 1000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, საქართველო ცხრა ცხენოსნით არის წარმოდგენილი. ქართველმა ცხენოსნებმა მაყურებლის წინაშე შეასრულეს ისეთი ტრადიციული ხალხური თამაშობები, როგორებიცაა - ცხენბურთი და ყაბახი. 


ეთნოსპორტის საერთაშორისო ფესტივალზე ქართველი ცხენოსნები ტრადიციულ ხალხურ თამაშობებს 24 მაისის ჩათვლით წარმოადგენენ.

ფესტივალის მიზანია ტრადიციული სპორტისა და თამაშების დაცვა, განვითარება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. 

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.