შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალტუბო-ხონის საავტომობილო გზის 3 კმ-იან (კმ1-კმ3) მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის შესაბამისად, გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, კიუვეტები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

ამ ეტაპზე,  ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა და სუსტი გრუნტების შეცვლის სამუშაოები ხორციელდება.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი  ღირებულება. 1.9 მლნ. ლარამდეა.