წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე მერიის სტრუქტურაში შემავალ სამსახურებში პრაქტიკაზე მყოფ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრისას, მერმა ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 


„ახალგაზრდების განათლება და მათი მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ცოდნა და ინიციატივები წყალტუბოს განვითარებისკენ იყოს მიმართული. მზად ვართ, ხელი შეგიწყოთ მაქსიმალურად, როგორც პროფესიულ განვითარებაში, ისე დასაქმების მიმართულებით“ - განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში საფინანსო სამსახურის მუშაობის სპეციფიკას შვიდი სტუდენტი სამი თვის განმავლობაში გაეცნობა.შეხვედრას მერის მოადგილე გია კვასტიანი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ვახტანგ ნადარეიშვილი ესწრებოდნენ.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების წახალისებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიზნით არაერთ პროგრამას ახორციელებს. მათ შორის, 2023 წლიდან მოქმედებს წარმატებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის პროგრამა. ასევე, შექმნილია მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომელიც ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს.