მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა რამდენიმე ოჯახს კვების პროდუქტები გადასცეს და აღდგომის დღესასწაული მიულოცეს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 350 შეჭირვებული ოჯახისთვის სასურსათო პაკეტების შესაძენად 26866 ლარი გამოიყო. ნობათის დარიგებაში მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და საკრებულოს წევრები მონაწილეობდნენ.პროდუქტი დაურიგდა „წყალტუბოს ინკლუზიური ცენტრის“ აღსაზრდელებს, ხოლო „სათნოების სახლის" 240 ბენეფიციარს 100-100 ლარი ჩაერიცხა.