გასულ ღამეს მოსულმა უხვმა ნალექმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში პრობლემები შექმნა. ადიდბულმა მდინარე ფატმასურმა სოფლის შიდა გზები, სასოფლო - სამეურნეო სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.

ამ წუთებში ადგილზე  მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, მიმდინარეობს გზის გაწმენდისა და წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.  

ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.