ვაკის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უნივერსიტეტის ქუჩის N2-სა და უნივერსიტეტის ქუჩის N6-ში კორპუსების შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
კერძოდ, უნივერსიტეტის ქუჩის N2-ში ორი სადარბაზოს ამორტიზებული ლიფტები განახლდა. უნივერსიტეტის ქუჩის N6-ში კი გარე - საევაკუაციო კიბე განახლდა.
შესრულებულ სამუშაოს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი გაეცნო.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.