ვენესუელაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა, დაშავებულია 971 ადამიანი. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
24 ივნისის საღამოს ვენესუელაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც ქვეყანაში მძიმე ვითარება გამოიწვია.
დაფიქსირდა ორი თანმიმდევრული მიწისძვრა, რომელთა მაგნიტუდაც 7.2 და 7.5 იყო. ეპიცენტრი იარაკუის შტატში (მურონის მიმდებარედ).
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, დელსი როდრიგესის განცხადებით, დადასტურებულია მინიმუმ 32 ადამიანის გარდაცვალება, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 700-ს აღემატება. არსებობს შიში, რომ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან მაშველები კვლავ აგრძელებენ ნანგრევების გაწმენდას.
ყველაზე მეტად დაზარალდა ლა-გუაირას შტატი, რომელიც სტიქიის ზონად გამოცხადდა. განადგურებულია ან დაზიანებულია ათობით შენობა კარაკასსა და სხვა ქალაქებში. მნიშვნელოვნად დაზიანდა კარაკასის სიმონ ბოლივარის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც ფრენები შეჩერებულია.
ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. კომუნიკაციის პრობლემები და ელექტროენერგიის გათიშვა ართულებს სამაშველო ოპერაციებს. საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, დახმარებას სთავაზობენ ვენესუელას.