ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ ღვაწლმოსილ პედაგოგ ვენერა ბოჭოიძეს 100 წლის იუბილე მიულოცა. მერმა იუბილარს მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და 1000-ლარიანი ფულადი ჯილდო გადასცა.


ვენერა ბოჭოიძე წლების განმავლობაში, აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. მან საკუთარი ცხოვრება მომავალი თაობების განათლებას მიუძღვნა და თავის პროფესიონალიზმით და ერთგულებით, არაერთი თაობა აღზარდა.

მერთან ერთად პედაგოგს საიუბილეო თარიღი მიულოცეს მერის მოადგილეებმა ზაზა ხვედელიძემ და ნინო ჭაბუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილმა და თავმჯდომარის მოადგილე ირმა გიორგაძემ.