26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ზუგდიდში 12 საათიდან მასპინძლობს.
მთელი დღის განმავლობაში გაიმართება როგორც შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები, ასევე პროფესიული სასწავლო დაწესებულებების და სამხედრო ტექნიკის გამოფენები. ავიაშოუ, საბავშვო, გასართობი აქტივობები, დღის და გალა კონცერტები.
შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში განთავსდება ციფრული კუბის ფორმის მასშტაბური პავილიონი, სადაც დამთვალიერებელი გაეცნობა საგანმანათლებლო-გასართობი შინაარსის ვიდეორგოლებს თემაზე: კოსმოსი, იურული პარკი, წყალქვეშა სამყარო. ასევე სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა ეწვიონ
პლანეტარიუმს, სადაც ნახავენ მასშტაბურ, აუდიო-ვიზუალურ და შემეცნებითი წარმოდგენას.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დამთვალიერებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. კერძოდ, AI კუთხე - ხელოვნური ინტელექტის კუთხე, კიბერსპორტი, თსუ კიბერსპორტი, ვირტუალური თსუ, "City Game" - შემეცნებითი თამაში გეოგრაფიის და ისტორიის თემატიკაზე;, შემეცნებით-გასართობი ცდები
ქიმიასა და ბიოლოგიაში, "არქეოლოგიური გათხრები"; - სპეციალურად მოწყობილ ქვიშის მოედანზე დამალული არტეფაქტების ძიება. გამოიფინება ასევე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალები.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სტუმრებს სთავაზობს ბიო ობიექტების დათვალიერებას მიკროსკოპში. კაფსულების დამზადების მასტერკლასებს, სამედიცინო მცენარეების გამოფენას, პირველადი დახმარების აღმოჩენის მასტერკლასს, ვიქტორინებსა და კონკურსებს სამედიცინო თემატიკაზე.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საინფორმაციო სტენდზე საზღვაო აკადემიის საიმიჯო მასალები გამოიფინება; აკადემიის კადეტები ბავშვებისთვის თემატურ მასტერკლასებს ჩაატარებენ.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი დამთვალიერებელს უნივერსიტეტის საიმიჯო მასალებსა და შემეცნებით ლიტერატურას, თეატრალიზებულ სცენურ წარმოდგენას “ერთი დღე კოლხეთში” და ვიქტორინას
თემაზე - ძველი კოლხეთი შესთავაზებს.
საზეიმო ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პროფესიული უნარების სააგენტო, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური და პროფესიული კოლეჯები.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დამთვალიერებელს სამეგრელოსთან ისტორიულად დაკავშირებული ხელნაწერების გამოფენას შესთავაზებს. ასევე, დამთვალიერებლებს ექნებათ საშუალება "ვეფხისტყაოსნის"; ილუსტრაციის მიხედვით დიდი ზომის ფაზლი ააწყონ. მათი მხრიდან, ასევე მოეწყობა წიგნის ბეჭდვის ძველი ტექნოლოგიის გაცოცხლების ვორქშოფი - „დაბეჭდე დედა ენა“ და ქაღალდის რესტავრაციის მასტერკლასი.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი წარმოდგენილი იქნება მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ 4 წარმატებული ინოვაციური პროექტით, ინოვაციური გამოგონებების მოწყობილობების პრეზენტაციით. გარდა ამისა, გაიმართება STEAM სწავლების
მიმართულების წარმატებული პროექტების დემონსტრაცია და გასართობ-შემეცნებითი ვიქტორინა ახალგაზრდებისთვის - „მე და მეცნიერება“.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დამთვალიერებელს შესთავაზებს "კლუბი ჩხირკედელას"; წევრი მოსწავლეების აქტივობებს, Stem სწავლების მიმართულების ექსპერიმენტებსა და სახალისო შეჯიბრებებს.
პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამა ეფუძნება სააგენტოს საკომუნიკაციო სტრატეგიის ძირითად სლოგანს - „იპოვე საქმე, რომელიც შენია“. სააგენტო 26 მაისის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება როგორც პროფესიული განათლების ჰაბი, რომელიც განათლების ამ მიმართულების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის მოსახლეობას და მონაწილე კოლეჯებს ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანებს. მთელი დღის განმავლობაში, დამთვალიერებელს ექნება საშუალება, სხვადასხვა ფორმით მიიღოს ინფორმაცია პროფესიული განათლების შესახებ როგორც პირისპირი
კომუნიკაციით, ასევე ბეჭდური მასალებით, ვიდეო კონტენტითა და შემეცნებით- გასართობი ელემენტებით.
კოლეჯი "იკაროსი"; ზუგდიდელებს ბარმენთა შოუს, კონდიტერიას, ქართული სუფრის სერვირებისა და თემატურ კულინარიულ მასტერკლასებს შესთავაზებს.
კოლეჯი"ლაკადა"; კულინარიის მასტერკლასის გარდა, დამთვალიერებელს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში შექმნილი ნამუშევრების გამოფენას, კერვის და ქარგვის მასტერკლასებს, ნაციონალური ტანსაცმლის, ნაქარგებისა და ხელნაკეთი თოჯინების გამოფენებს მოაწყობს.
კოლეჯი „თეთნულდი“ ავთენტურად და ასევე თანამედროვე ვარიაციებით გამდიდრებული სვანური კულინარიითა და სვანური სასმელით იქნება წარმოდგენილი. ასევე, კოლეჯის მიერ აღდგენილი უძველესი სვანური
ტკბილეულით ,,იცხრა“; სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში შექმნილი ნამუშევრების გამოფენით, სვანეთის ფოტო-ეთნო ცნობარითა და ხალხური რეწვის ნიმუშებით.
კოლეჯი „აისი“ დამთვალიერებელს შესთავაზებს კოლეჯში დამზადებული პროდუქციის გამოფენას (საკონსერვო ნაწარმი, წვენები, თაფლი, ხის ნაკეთობები, თექა, მინანქარი, დეკორატიული ქსოვილი). ასევე, ქვევრის ღვინის ბოთლებში ჩამოსხმისა და ეტიკეტირების, კულინარიულ და თექის მოთელვა-დაჩითვის მასტერკლასებს.
კოლეჯი „ფაზისი“ წარმოადგენს ეროვნული სამოსისა და ნაქარგების გამოფენას.
ასევე, ფლორისტიკას - ფლორისტული კომპოზიციები, ადგილზე ყვავილებით გვირგვინების აწყობას. ქარვინგს – ხილის მხატვრულ დამუშავებას, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში დამზადებული ნაკეთობებისა და ხის ნაკეთობების გამოფენებს.
კოლეჯი "მერმისი"; სტუდენტების ნამუშევრებს - ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარებს, სამკერვალო ნაწარმს, მინანქარს, თექის ნაწარმს, ბატიკას, ქვილთს, სამკერვალო წარმოებას და დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილებს წარმოადგენს.
მათი მხრიდან ასევე მოეწყობა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა და ხის მხატვრული დამუშავების მასტერკლასი.
ზუგდიდის უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შემეცნებითი აქტივობები ფოტოდაქტილოსკოპიის მიმართულებით. ასევე, მასტერკლასები თემაზე “მეცნიერება და ტექნოლოგიები” და გასტრონომიის აკადემიის აქტივობები.
საბავშვო, გასართობ სივრცეში პატარებისთვის მოეწყობა მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა. ანიმატორები ბავშვებს სხვადასხვა შინაარსის შემეცნებით და გასართობ აქტივობებს შესთავაზებენ. მათ შორის, კულინარიული შოუს (მანჯი), გუნდურ შეჯიბრებებს, პერფორმანსებს ბავშვებისთვის საყვარელი გმირების მონაწილეობით,
საპნის ბუშტების შოუსა და მიმების, ჟონგლიორების, აკრობატების პერფორმანსებს.
ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მუსიკალური ღონისძიებები.
საღამო კი მილოცვებით, ფოერვერკითა და გალა კონცერტით დასრულდება.