თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 14 იანვრის, მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.
საკრებულოს თავმჯდომარემ სოსო ჩაფიჩაძემ დეპუტატებს ახალი წელი მიულოცა და მათ უსურვა, რომ 2026 წელი იყოს წარმატებული, ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი მიღწევებით სავსე.
🔷 სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - ზურაბი ჩხიკვაძის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ლაშა ლანჩავას, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძის და ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის მიერ წარმოდგენილ საკითხებს.
🔷️ აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ჯანდაცვისა, სოციალურ საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
🔷️ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, მერის პირველი მოადგილე - ზვიად ბაზაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დეტალური ინფორმაცია ჩატერებული სხდომების შესახებ იხილეთ:
მორიგი სხდომა - https://terjola.gov.ge/news/terjolis-munitsipalitetis-sakrebuloshi-morigi-skhdoma-gaimarta-1768386513