"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წალკის რაიონის სოფლების: საყდრიონის, განთიადის, სამებისა და აშკალას მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლის მეურნეობის ხელშემწყობ პროექტებზე, რომლებსაც ხელისუფლება ახორციელებს. გარდა ამისა, განიხილეს დასრულებული და მიმდინარე პროექტები. დელეგატის თქმით, ამ დროისათვის ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი.
„ჩვენი გუნდის ამოცანაა, სოფლად რეალური კეთილდღეობის შექმნა და ხელისუფლებას არაერთი პროგრამა/პროექტი აქვს ინიცირებული. ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მშვიდობის დაცვა, რათა ყველა დაწყებული პროექტი თუ პროგრამა გაგრძელდეს და შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკა,“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.