პროგრამით გათვალისწინებულ მანიპულაციებს ტენდერით გამოვლენილი ვეტერინარული დაწესებულებები განახორციელებენ.
ლოკაციების და შესაბამისი განრიგის შესახებ ინფორმაციისთვის მსურველებმა უნდა მიმართონ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლობებს ან ადგილობრივ თვითმმართველობებს.
ღონისძიებები გულისხმობს პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციას, იდენტიფიკაციას მიკროჩიპების გამოყენებით და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციას.
პროგრამა ეტაპობრივად ყველა რეგიონს მოიცავს. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს:
ძაღლების ჰიპერპოპულაციის ეფექტიან მართვას; ცხოველების მიტოვების შემთხვევების შემცირებას;
დაკარგული ცხოველების იდენტიფიკაციის გამარტივებას; ცოფის გავრცელების პრევენციას.