ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად, SOLO დაMastercard მომხმარებელს ბათუმში განსაკუთრებული მუსიკალური ღონისძიებების სერიას სთავაზობს. 

10 ივლისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით, Iveria Beach-ზე Black Sea Sidewind Sessions გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ყველასთვის საყვარელი მუსიკოსები დაუკრავენ. ღონისძიების მხარდამჭერები არიან SOLO და Mastercard.

შეთავაზების ფარგლებში, SOLO მომხმარებლები Mastercard World Elite ბარათით ბილეთების შეძენისას 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

კონცერტების განრიგი ასე გამოიყურება:

• 10 ივლისი – VakoMey & Haverdi

• 11 ივლისი – Moretz (Toy Tonics) & თემურიკო დიასამიძე

• 12 ივლისი – Martha Pinel (Toy Tonics) & Bonjourlan

• 17 ივლისი – Colectivo Miramar (Mexico) & Sandro Jorbenadze (Bene on Warmup)

• 18 ივლისი – Bedford Falls

• 24 ივლისი – Gome (Hamburg) & Soulidan (Beka on Warmup)

• 7 აგვისტო – Hazy Pockets (Berlin) & Sumo

• 15 აგვისტო – Moku Moku

• 22 აგვისტო – Kordz & Live Band

ამასთან, 10 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, Iveria Beach-ზე SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდის შემთხვევაში მომხმარებლები ექსკლუზიური 25%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ. ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 200 ლარს შეადგენს.

შეთავაზებით სარგებლობისთვის გადახდა უნდა განხორციელდეს საქართველოს ბანკის POS-ტერმინალზე, ხოლო ქეშბექი მომხმარებელს მომენტალურად დაუბრუნდება.

SOLO-ს შეთავაზებებისა და ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.