დამოუკიდებლობა იწყება მაშინ, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ საკუთარ მომავალს ჩვენი გადაწყვეტილებებით ვქმნით. განათლება კი ხშირად სწორედ ის პირველი გააზრებული ნაბიჯია, რომელიც ადამიანს განვითარების, თავისუფლებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისკენ მიუძღვის.
ამ რწმენით, თიბისი ტექ ოლიმპიადების ჰაბის მეშვეობით ახალგაზრდებს ეხმარება, ცოდნა და უნარები საერთაშორისო ასპარეზზე გამოსცადონ. ამ გამოცდილების ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი აქეთა ციმაკურიძე - ახალგაზრდა პროგრამისტი, რომელმაც საკუთარი გზა განათლებისა და მუდმივი განვითარების არჩევით შექმნა.
ქეთას ისტორია კომაროვის სკოლიდან იწყება. ტექნოლოგიებითა და ალგორითმებით დაინტერესების შემდეგ მან სწავლა კომპიუტერულ მეცნიერებათა ცენტრ „მზიურში“ გააგრძელა, სადაც ოლიმპიადების შესახებ შეიტყო და საერთაშორისო კონკურსებისთვის მზადებაც დაიწყო.
„ადრეულ ასაკში, პირველი გააზრებული ნაბიჯი, რომელიც დამოუკიდებლობისკენ შეგიძლია გადადგა, განათლების მიღებაა. სწორედ ამიტომ ჩავაბარე კომაროვში, პარალელურად კი სწავლა „მზიურში“ დავიწყე. იქ ალგორითმებით დავინტერესდი და სწორედ ამ გარემომ გამაცნო ოლიმპიადების ტექ ოლიმპიადებში მონაწილეობა, საუკეთესო გზაა საქართველოდან საერთაშორისო ასპარეზის ნაწილი გახდე და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში შენი შესაძლებლობების კარი გაიღოს“ - ამბობს ქეთა.
ტექ ოლიმპიადების ჰაბის მხარდაჭერით, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა თიბისის გენერალური სპონსორობით დააფუძნა,ქეთამ საერთაშორისო ასპარეზზე არაერთ წარმატებას მიაღწია და ბრინჯაოს და ვერცხლის მედლების შემდეგ ზედიზედ ორი ოქროს მედალი მოიპოვა. თუმცა ქეთასთვის ეს გზა მხოლოდ გამარჯვებებს არ უკავშირდება. მისი თქმით, ოლიმპიადებმა ასწავლა, რომ მარცხიც განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
დღეს ქეთა MIT-ის მეოთხე კურსის სტუდენტია დამალე პროგრამისტის პოზიციაზე სტაჟირებას ამერიკის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ კომპანიაში, Citadel Securities-ში დაიწყებს.
„განათლება ადამიანის არჩეულ გზაზე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების ყველაზე ძლიერი იარაღია. და როცა საკუთარი შესაძლებლობების გჯერა, შეუძლებელიც არაფერია”- აღნიშნავს ქეთა.
თიბისი აგრძელებს ახალი თაობის მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც მათ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში დაეხმარება. ქეთა ციმაკურიძის ისტორია კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ განათლება დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.