ყაველაშვილის განცხადების მიზანი არის ის, რომ ადგილობრივ არჩევნებში არავინ მიიღოს მონაწილეობა და ეს დაჰბრალდეს მათ ვინც არ მიიღებს მონაწილეობას.  - ამის შესახებ პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია "ფორმულას"  ეთერში.

"ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი უსამართლობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ცდებიან და ოცნებას აძლევენ ხმას, ისინი დავტოვოთ მარტო იმედისა და რუსთავი 2-ის პირისპირ. მათ ყველას უნდა ავუხსნათ, რომ ეს ძალა არ იმსახურებს მათ მხას და მხარდაჭერას, იმიტომ რომ ამ ძალას ეს ადამიანები ფეხებზე ჰკიდია და ამის ბევრი მაგალითი გვაქვს.

ეს არ უნდა იყოს ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება, ეს ძალიან რთული პროცესი იქნება. ამიტომ უნდა იყოს ისეთი პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატები, რომლისთვისაც ხმის მიცემას შეძლებენ იმ პარტიის მხარდამჭერებიც, რომლებიც შეიძლება ბოიკოტში დარჩნენ. მე ხომ არ ვამბობ, რომ ამათუ იმ ქალაქის მერობის კანდიდატი უნდა იყოს პარტიული, არა ეს ნეიტრალური ხალხი უნდა ვიპოვოთ. ისეთი ხალხი, რომლისთვისაც ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ იმ ხალს, რომლებიც სხვა დროს, სხვა პარტიას მისცემდნენ ხმას, შეიძლება ისეთს, რომლებიც ახლა ბოიკოტში არიან." - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: 

"ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე."

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს - ოქტომბრის პირველ შაბათს. - ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს