დღეს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით აქტივობებში, დაესწრნენ თოჯინური სპექტაკლის ჩვენებას, შეხვდნენ საბავშვო მწერალს ქალბატონ სოფია ბარშოვას, რომელმაც პატარები წიგნების ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურა, გაუზიარა საინტერესო ისტორიები და საჩუქრად საავტორო წიგნები გადასცა.
ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად შეუერთდა.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში ინტერაქციული და შემოქმედებითი აქტივობებით კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღვივებას და მუზეუმ-ნაკრძალების, როგორც საგანმანათლებლო სივრცეების პოპულარიზაციას.