თვეების წინ რომ ვამბობდით , რადიკალური ოპოზიციის უცხოელი უფროსები, სავარაუდოდ საარჩევნოდ გაყოფენ "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" , ნახევარს მიაღებინებენ მონაწილეობას და მეორე ნახევარს ბოიკოტზე გააჩერებენ - ვიხილეთ?!. "ლელომ" დაადასტურა, "გახარია" რიგშია...! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს.
პ.ს: ერთი რაც არ ითქვა - "ოპოზიცია ოპოზიციას შიმშილობას გამოუცხადებს" - წერს გრეტა წიწავა "ფეისბუკში".
ცნობისთვის, საბა ბუაძემ "ფეისბუკში" დაწერა" - მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო "ლელოს" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია, ასევე ვტოვებ "ლელოს" პოლიტსაბჭოს
მანამდე განცხადება გაკეთდა - "ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია:
"ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე."
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს - ოქტომბრის პირველ შაბათს. - ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს