საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გურიის რეგიონში გამოვლინდნენ.
გამარჯვებული პროექტები:
ფრირაიდ ტურების აპლიკაცია - პროექტის მიზანია ზამთრის ექსტრემალური სპორტის სახეობებისა და ფრირაიდ ტურიზმის ცენტრის განვითარება ინოვაციური ციფრული პლატფორმის საშუალებით
პარფიუმერიის საწარმო - პროექტის მიზანია ინოვაციური, მცირე მასშტაბიანი პარფიუმერიის საწარმოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული პარფიუმერიის ინდუსტრიის განვითარებას და ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე
რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
დაჯილდოების ცერემონია ოზურგეთის ტექნო პარკში გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწარფეშვილი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე დაესწრნენ.