ზოგადად, ახალი კონფიგურაცია იქნება რაღაცნაირად, რაღაცას თავისი სახელი რომ დაერქმევა, ეს ხალხი ერთად რომ იქნება დალაგებული და, ერთი მხრივ, ეს იქნება სწორი, ჩემი აზრით, მაგრამ, მგონი, ჩვენი მთელი პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს. იქ ვინ ხალხიც დგას, ჩვენი ამომრჩევლების გარდა, ოპოზიციური ამომრჩეველია ძირითადად, ხომ? მე მგონია, რომ ამ ოთხი პარტიიდან, „ნაცური“ კოალიციიდან რომელიღაცას მისცეს ხმა. - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

"უბრალოდ, უტყდებათ ამის აღიარება, იმიტომ, რომ სირცხვილია ამ ოთხი პარტიის არჩევა. ჩერგო მართალი იყო, ამათი არჩევა სირცხვილი იყო, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ არჩევა ახლა, რომელმაც ეს გამოიწვია ხომ, საბოლოო ჯამში, ამ კონფიგურაციამ?“ – განაცხადა ხვიჩიამ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რამდენად არიან აქციის მონაწილეები ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები, რომლებიც ასევე ითხოვენ ახალ არჩევნებს და რომლის ნაწილისთვისაც, მათივე განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციური სპექტრი, მეორე მხრივ კი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია ახალი პარტიების წარმოქმნა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა სალომე ზურაბიშვილის მოლოდინი და იმედები ვერ გაამართლეს? იაგო ხვიჩიამ ასე უპასუხა:

"ნაცური"კოალიციის წარმომადგენლები არიან იდიოტები. რატომ არიან იდიოტები, მაგას გეტყვით. სამყაროში წააგო ამათმა ნაქებმა ვოუქიზმმა და სოციალიზმმა. ტრამპი სხვა სამყაროდან მოდის. ტრამპის იმედი აქვთ და პირველი, რაც გააკეთა ტრამპმა, რომ მოვიდა, „ფეისბუკი“ გაიხსნა განსხვავებული აზრისთვის. რასაც ჯერ კიდევ ინერციით აკონტროლებენ, იმ საინფორმაციო საშუალებებს ხელს ხომ არ უშვებენ და თუ სადმე ცენზურაა დაწესებული, მართლა საზოგადოებრივი მაუწყებლის კარს რომ აბრახუნებ და „ტვ პირველის“, „მთავარის“ ან „ფორმულას“ სტუმარი, მაყურებელი, თანამშრომელი ან მხარდამჭერი ხარ, უბრალოდ, რანაირად, შენ ხომ მხოლოდ მას შემდეგ შეგიძლია გააკრიტიკო ნებისმიერი სხვა მედიასაშუალება, როცა შენი გახსნილი გაქვს? იდიოტები იმიტომ არიან, რომ სამყარო იცვლება, სამყაროში „ფეისბუქი“ იხსნება და ესენი ახლა იწყებენ კიდევ უარეს „დაქენსელებას“ იმ პირობებში, როცა მთავრობაშიც არ არიან და საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ. ერთი მხრივ, ამ სიგიჟეს ვუყურებ და, მეორე მხრივ, ვუყურებ იმას, როგორც იქცევიან, განსაკუთრებით, ჩვენი მოსამართლეები. ადამიანების ციხეში პანტაპუნტით ყრა, ადამიანების ცემა-ტყეპა, ამას რომ ვუყურებ, ვხვდები, რა შეიძლება, იყოს აქედან გამოსავალი. დავუშვათ, ერთი მხარე „დაჩმორდა“, მათ შორის, ბევრი ადამიანის მიმართ კრიტიკული ვარ, როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან და შეიძლება, გულის მოსაფხანად კარგი იყოს, რომ ვიღაცას ხედავ „დაჩმორებულს“, მაგრამ უცბად რომ წარმოიდგინო, რომ შენი ქვეყნის მეოთხედი, ნახევარი ან მესამედი, რამდენიც არ უნდა იყოს მეორე მხარეს, ის არის „დაჩმორებული“, დაშინებული გყავს ციხით ან რაღაცით აშინებ, ასეთი ტიპის მმართველობა გაქვს დამყარებული და ასე მიდიხარ ევროპისკენ. ეს მართლა შეიძლება, გინდოდეს?“ – განაცხადა ხვიჩიამ.